|
2019-07-30 16:42:56, 2376 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის მერიონეტული რეჟიმი: საქართველო და მისი დასავლელი მფარველები მილიტარიზაციას ცდილობენ
აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო 27 ივლისს საქართველოში დაწყებულ ნატო-ს წვრთნებს Agile Spirit 2019-ს ეხმაურება. როგორც ე.წ. უყებბის განცხადებაშია აღნიშნული, "რესპუბლიკა წვრთნების გამო, ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს". "ეს წვრთნები ნეგატიურ გავლენას ახდენს ყველა მეზობელ ქვეყანაზე გამონაკლისის გარდა და ხელს უწყობს დესტაბილიზაციას. საქართველო და მისი დასავლელი მფარველები ისევ ცდილობენ მილიტარიზაციას, რაც რეგიონში ნდობის აღდგენის მიმდინარე ძალისხმევას არ შეესაბამება. ასეთი დესტრუქციული პოლიტიკა პირდაპირ ემუქრება აფხაზეთის ეროვნულ უსაფრთხოებას. დიდი ხანია დროა, საქართველოს პარტნიორებმა აღიარონ მსგავსი სწავლებების ფეთქებადად საშიში შედეგები. ასევე, გაითვალისწინონ ის, რომ მსგავსი ქმედებები აღვივივებს საქართველოში რევანშისტულ მიდგომებს. ვაპირებთ, რომ აღნიშნული საკითხი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში დავაყენოთ", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)