|
2019-07-30 10:40:34, 807 ნახვა
საზოგადოება
თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ორგანიზებითა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ივან ბლასთან 2 შეხვედრა ჩატარდა
თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ორგანიზებითა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით თბილისს „მის ვან დერ როეს" ფონდის პროგრამებისა და ჯილდოების კურატორი - ივან ბლასი ეწვია. ივან ბლასთან დახურული შეხვედრა თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის ჩატარდა, მეორე დღეს კი ყველა მსურველს ჰქონდა დასწრების შესაძლებლობა. ლუდვიგ მის ვან დერ როე XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი არქიტექტორი იყო, რომლის სახელობის ფონდიც ბარსელონაში 1983 წელს დაარსდა და ბოლო რამდენიმე წელია სპეციალურ პრემიას გასცემს თანამედროვე არქიტექტურის სფეროში (European Union Prize for Contemporary Architecture – Mies van der Rohe Award). პრემია ორ წელიწადში ერთხელ ევროპულ თანამედროვე, საუკეთესო არქიტექტურულ პროექტებს გადაეცემა. მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე არქიტექტურის განვითარებას. ბოლო რამდენიმე წელია კონკურსში საქართველოც მონაწილეობს, რაც უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებისათვის. ორივე შეხვედრაზე ივან ბლასმა ისაუბრა ფონდის საქმიანობისა და პრიზის შესახებ - "მის ვან დერ როეს ჯილდო - ევროკავშირის პრიზი თანამედროვე არქიტექტურაში"; ასევე, პრიზზე წარდგენილი ქართული და უცხოური არქიტექტურული ბიუროების შესახებ. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს 2019 წლის გამარჯვებული პროექტის ერთ-ერთმა თანაავტორმა - ფრედერიკ დრუომ და პრიზზე თავის დროზე წარდგენილმა ქართველმა არქიტექტორებმა.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)