2019-07-29 14:54:14, 3078 ნახვა
პოლიტიკა
გრიგორი კარასინს, სავარაუდოდ, საქართველოში პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული ივან ვოლინკინი შეცვლის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილი გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს, - ამის შესახებ kommersant.ru იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, კარასინი ფედერაციის საბჭოში გააგრძელებს მუშაობას. რაც შეეხება საგარეო მინისტრის მოადგილის თანამდებობას მასზე 3 კანდიდატურა განიხილება, თუმცა ფავოროტად საქართველოში პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული ივან ვოლინკინი სახელდება.
გარდა ამისა, kommersant-ის წყაროს ცნობით, კარასინი დიპლომატის თანამდებობას ასაკის გამო ტოვებს.
ცნობისთვის, ივან ვოლინკინი 60 წლისაა. ის სამინისტროში 1981 წლიდან მუშაობს. მას სხვადასხვა თანამდებობები ეკავა, მათ შორის საქართველოში რუსეთის ელჩი იყო. 2007 წელს ვოლინკინი საქართველოს ხელისუფლებამ 2 რუს დიპლომატთან ერთად პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან