20:35 - 09 Jul, 2026
|
2019-07-29 12:59:52, 1600 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში, მშენებარე კორპუსთან, სადაც ლიფტი ჩაწყდა, პირველი არხის ოპერატორს ქვა ესროლეს
ბათუმში მშენებარე კორპუსთან, სადაც დღეს ლიფტი ჩაწყდა, დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პირველი არხის ოპერატორი დაშავდა. დაპირისპირება სავარაუდოდ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებსა და გადამღებ ჯგუფებს შორის მოხდა. ისინი ოპერატორებს ტერიტორიის დატოვებას აიძულებდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს ქვა დაუშინა. ოპერატორმა დაზიანება თავის არეში მიიღო. ცნობისთვის, დღეს ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთ მშენებარე ობიექტში ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)