|
2019-07-26 20:23:59, 2679 ნახვა
საზოგადოება
კრწანისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს
კრწანისისგამგეობა რაიონში ავარიული შენობების კაპიტალური გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს. მწვავედ ავარიული,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კაპიტალური გამაგრება ამჯერად, საიათნოვას N13-ში მიმდინარეობს. სამუშაოებიბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მას რაიონის გამგეობა 328 934 ლარით აფინანსებს. პროექტის ფარგლებში, ფუძე-საძირკვლის გამაგრების სამუშაოები უკვე ჩატარდა, მოეწყო სეისმური სარტყელი, მოჩარჩოვდა სარკმელები და საყრდენი კედლები. ამ დროისთვის,შენობის გამაგრების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რაც ფასადის, აივნების რესტავრაციას, ასევე, ეზოს ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებასგულისხმობს. სამუშაოები ითვალისწინებს ფლიგელის დაზიანებული დეტალების მოხსნასა და აღდგენას, რის შემდეგაც, მეცხრამეტე საუკუნის ბოლო პერიოდისთვის დამახასიათებელი თბილისური ტიპის საცხოვრებელი სახლიპირვანდელი იერსახით აღდგება და შენობის ავთენტურობა სრულად შენარჩუნდება. გამაგრების სამუშაოებს შპს „გრანიტი“ ახორციელებს. პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)