|
2019-07-26 19:08:06, 2829 ნახვა
საზოგადოება
მთის კურორტების განვითარების კომპანია მთავრობის დავალებით უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია" მთავრობის დავალებით, გუდაურსა და ბაკურიანში უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებს. საქართველო 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა - სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში ჩატარდება, შესაბამისად, 2023 წლამდე ბაკურიანში უნდა განხორციელდეს ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მსოფლიო სათხილამურო ფედერაციის პროტოკოლით არის გათვალისწინებული. აღნიშნულ ჩემპიონატს უმასპინძლებს ბაკურიანში აშენებული დიდველის ახალი არეალი, სადაც მიმდინარე წელს სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა დაიწყება. ახალი საბაგიროების მშენებლობით ტურისტებისთვის დამატებითი სასრიალო არეალი შეიქმნება. კობი-გუდაურის სათხილამურო არეალი კი აღიჭურვება საზვავე უსაფრთხოების სისტემებით, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც უსაფრთხო სრიალს, ასევე გაახანგრძლივებს სასრიალო დღეების რაოდენობას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)