|
2019-07-25 16:41:27, 1464 ნახვა
საზოგადოება
მალხაზ მაჩალიკაშვილი კარვის გაშლას პარლამენტთან და ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთანაც აპირებს
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ორი კარვის გაშლას აპირებს. როგორც მაჩალიკაშვილმა განმარტა, ერთი კარავი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება გაშლილი, ხოლმე მეორე კარავს ის, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან გაშლის. შეგახსენებთ, რომ დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის გაშლას აპირებდა, თუმცა სამართალდამცველებმა მას ამის საშუალება არ მისცეს. როგორც პოლიციელებმა განაცხადეს, მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაიწყოს და სწორედ ამის გამო, მაჩალიკაშვილს არ შეეძლება კარვის გაშლა. მოგვიანებით ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ეს ინფორაცია უარყო და აღნიშნა, რომ მერიას სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილი არ აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)