|
2019-07-25 14:29:04, 1303 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ს თანამშრომლებს ხელფასი „TBC ბანკის“ ბარათზე აღარ ჩაერიცხებათ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებს ხელფასი „თიბისი ბანკის“ ნაცვლად „საქართველოს ბანკში“ ჩაერიცხებათ. ამის შესახებ ინფორმაცია თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ტელეკმპანია „მაესტროსთან“ საუბრისას დაადასტურა. მისი განცხადებით, „საქართველოს ბანკისგან“ უკეთესი შეთავაზება მიიღეს და ეს გადაწყვეტილება „თიბისის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს არ უკავშირდება. „წელს შეიცვალა შემოთავზება, რომელსაც ყოველწლიურად გვაწვდის სხვადასხვა ბანკი. ეს შემოთავაზება, რომელიც მოგვაწოდა „საქართველოს ბანკმა“ მისაღები აღმოჩნდა, ვიდრე ის შემოთავაზება, რომელიც მოგვაწოდა „თიბისი ბანკმა“. არავითარი კავშირი ამას არ აქვს იმასთან, რაც ახლა ხდება მის გარშემო“, - აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ. აღსანიშნავია, რომ თსუ „თიბისი ბანკთან“ 16 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)