22:13 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-25 12:16:03, 1100 ნახვა

საზოგადოება
მერიის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მაჩალიკაშვილს პარლამენტის წინ კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევენ

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის გაშლას ისევ ცდილობს, თუმცა ამის საშუალებას მას სამართალდამცველები არ აძლევენ. 

მაჩალიკაშვილის კარავი, რომელიც პარლამენტის წინ დაახლოებით 10 თვის განმავლობაში იყო განთავსებული, 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დაწყების გამო აიღეს. დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილმა კარვის გაშლა ისევ დააპირა, თუმცა ადგილზე მისულს პოლიციამ მას განუცხადა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერია გზის რეაბილიტაციას იწყებს, კერძოდ კი, ფილების აყრა. 

თავად მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ კარავს დაშლის, როგორ კი, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, თუმცა მას კარვის გაშლის საშუალებას მაინც არ აძლევენ. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყება რეაბილიტაცია. პოლიცია ვერ აკონკრეტებს შეეხება თუ არა ტერიტორიის დაცლა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს. 

მაჩალიკაშვილის განცხადებით, ის იყენებს თავის უფლებას და კარვის გაშლას მაინც აპირებს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics