07:17 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-24 18:44:21, 1802 ნახვა

კომენტარი
ბადრი ჯაფარიძე: ეს არის ჩემი და მამუკას მიმართ პირადი დევნის გაგრძელება

ეს არის ჩემი და მამუკას მიმართ პირადი დევნის გაგრძელება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, ანაკლიის პორტი არ შეფერხდება.

„ეს დევნა გრძელდება უკვე წელიწადია. სამწუხაროდ, ეს არის მამუკას და ჩემ მიმართ პირადი დევნის გაგრძელება. ეს აყენებს უზარმაზარ ზიანს ქვეყანას, რა თქმა უნდა, იმ პროექტებს, რომელშიც ჩვენ ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არცე ერთი პროექტი, სადაც მე და მამუკა ვმონაწილეობთ, არ შეფერხდეს. არც ერთ მათგანს არ შეეხოს მათი განხორციელება. ჩვენ ახლა განვიხილავთ ყველა ზომას, რომ ბანკის აქციონერები იყვნენ მშვიდად, რომ ბანკს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ნამდვილად არ ემუქრება“, - აღნიშნა ბადრი

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს გენერალურ პროკურატურაში ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics