17:46 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-24 17:52:22, 1152 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი TBC ბანკის საქმეზე: ქვეყანაში პოლიტიკური დევნის ახალი ეტაპი დაიწყო

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის მიმართ ბრალის წარდგენას ქვეყანაში პოლიტიკური დევნის ახალი ეტაპის დაწყებად აფასებს. 

სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ცდილობს, ერთი მხრივ, ჩაშალოს ანაკლიის პროექტი და მეორე მხრივ, შეაჩეროს პოლიტიკურ ასპარეზზე კონკურენტის შემოსვლა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სახით.

"პროკურატურამ, ფაქტობრივად, დაიწყო დევნა ჯაფარიძის და ხაზარაძის წინააღმდეგ. ერთი ეს იყო ხაზარაძის განაცხადი, რომ ის აპირებს პოლიტიკურ ასპარეზზე შემოსვლას და მეორე, ჩვენ ვნახეთ ქალბატონი ცქიტიშვილის განცხადება, რომ ანაკლიასთან დაკავშირებით არაფერი არ ხდება. ანუ დაადასტურა, ფაქტობრივად, მან, რომ ანაკლიის პროექტის ჩაშლა იგეგმება ხელისუფლების მხრიდან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შეერთებული შტატებიდან საკმაოდ მკაცრი გზავნილები გაიცა ამ თემაზე, დღეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხაზარაძის განეიტრალება, მყარდება დიქტატორული რეჟიმი, სადაც პოლიტიკურ ალტერნატივას არსებობის უფლებას ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, აღარ აპირებს, რომ მისცეს და მეორე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იმის, რომ ქვეყანა ფორმალურადაც კი ეხსნება პროდასავლურ მიმართულებას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics