07:17 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-24 13:00:20, 1490 ნახვა

კომენტარი
ხუხაშვილი: ხაზარაძის გამოჩენა პოლიტიკაში ანგრევს ორპოლუსიან ნარატივს, რაც „ოცნებისთვის“ ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის მადრი ჯაფარიძის გენერალურ პროკურატურაში დაბარებას და მათთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება. 

როგორც ხუხაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ხაზარაძის საქმეს სამი განზომილება აქვს:

"1. პოლიტიკური ა) გრძელვადიანი - ხაზარაძის გამოჩენა პოლიტიკურ ბაზარზე მთლიანად ანგრევს ორპოლუსიან ნარატივს, რაც ხელისუფლებისთვის ფაქტიურად ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია;
ბ) მოკლევადიანი, ტაქტიკური - რუსთავი-2-ის პრობლემების და ოქრუაშვილის სკანდალური განცხადებებიდან ყურადღების გადატანა, გადაფარვა.

2. ბიზნესი და უსაფრთხოება - ანაკლიის კონსორციუმმა საბოლოოდ “დალია ჩაილურის წყალი”

3. სამართლებრივი - “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე” დავა შეიძლება ორ შემთხვევაში. თუ საქმე გვაქვს შავი ფულის გათეთრებასთან, რაც ამ შემთხვევაში სრული აბსურდია. ან, თუ ფული მოიპარე და მიითვისე. მეორე შემთხვევაში უნდა არსებობდეს დაზარალებული. თუ ის არ არსებობს, ესეც აბსურდია. ველოდებით მომჩივანი დაზარალებულის გამოჩენას", - წერს ხუხაშვილი. 

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროჯურატურა თიბისი ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. ჯაფარიძე და ხაზარაძე ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით დღეს საგამოძიებო უწყებაში არიან დაბარებული.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics