|
2019-07-23 11:42:07, 1164 ნახვა
კომენტარი
შალვა თადუმაძე: მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებებს იმისათვის, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა უზრუნველყოს
„მე მაქვს მკაფიოდ გამოხატული პოზიცია, რომ მოსამართლე თვითგადარჩენისთვის და ხელფასისთვის თვითგადაწყვეტილებებს არ იღებს, მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებებს იმისთვის, რომ მან ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობა. და თუ ის თავის ნაწილში ვერ უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, ბუნებრივია, ის ვერც სხვა ნაწილში უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ გასაუბრებაზე განაცხადა. შეკითხვაზე, თუ რა არის სამართლიანი სასამართლო, თადუმაძემ განმარტა, რომ ეს არის პროცედურების სრული დაცვით, მხარეებისთვის უზრუნველყოფილი გარანტიებით ჩატარებული პროცესი. „სამართლიანი სასამართლო არის ის,რომ უზრუნველყოს ნებისმიერი მხარის მონაწილეობა, სრულყოფილი გამოკვლევა, მიეცეს შესაძლებლობა მხარეებს მიიღონ მონაწილეობა ამაში და სასამართლო გადაწყვეტილება იქნეს კანონზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ის ხიბლი, რაც მოსამართლეს გააჩნია გადაწყვეტილების მიღების დროს , ეს არის შინაგანი რწმენა, შესაბამისობაში იყოს გამოკვლეულ მტკიცებულებებთან და ჩატარებულ პროცესის შედეგებზე“, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)