|
2019-07-23 11:36:27, 1338 ნახვა
სამართალი
შალვა თადუმაძე: მიმაჩნია, რომ ჩემი გამოცდილება სასამართლო ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
18 წელზე მეტია ვარ პროფესიაში და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ვიყავი წარმატებული ადვოკატი, საჯარო სამსახურში სერიოზულ თანამდებობაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე და ვარ წარმატებული ბრალმდებელი, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ გასაუბრების დროს განაცხადა. „დიდი გამოცდილება მაქვს ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობის, ვიყავი 3 მთავრობის შემადგელობის წარმომადგენელი, სახელისუფლებო ურთიერთობები საკანონმდებლო და აღმსასრულებელ ხელისუფლებას შორის ვიცი ძლიან კარგად და მიმაჩნია, რომ ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სასამართლო ხელისუფლებისთვის“, - აღნიშნა თადუმაძემ. მისი თქმით, აქვს საკმაო პროფესიული და მენეჯერული გამოცდილება, რაც აძლევს იმის საფუძველს, რომ იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი. „ვმართავდი საადვოკატო კომპანიას, მთავრობის საპარლამენტო მდივნად მუშაობის პერიოდში კოორდინაციას ვუწევდი კანონშემოქმედებით ურთიერთობას, მქონდა ურთიერთობა სამინიტროებთან და ბევრი საკნონმდებლო ინიციატივა იქნა ჩემს ხელში გავლილი, ჩემი სამსახურის დასკვნების საფუძველზე, რაც მიმაჩნია, რომ ნებისმიერ სტანდარტს აკმაყოფილებდა. ასევე უმნიშვნელოვანესი გამოცდილება მივიღე გარდამავალ დროს, მთავრობის ადმინიტრაციის ხელმძღვანელად მუშაობის მცირე პერიოდში“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ. მან საქართველოს პროკურატურაში მუშაობისას მიღებულ მენეჯერულ გამოცდილებაზე და ინსტიტუციის მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება. „ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება რაც მივიღე - საქართველოს პროკურტურაში მივედი იმ დროს, როდესაც საქართველოს პროკურატურას ძალიან სერიოზული პრობლემა ჰქონდა საზოგადოებრივი ნდობის ხარისხის მიხედვით. შემიძლია ვთქვა, რომ პროკურატურაში მივედი მარტო, არ მიმიყვანია ჩემი გუნდი და იმ გუნდით, რომელიც იქ დამხვდა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და დიდი რესურსი გააჩნია, ერთი წლის მანძილზე შევძელი, პროკურატურა იყოს ისეთი, როგორიც დღეს არის . მე არ ვფიქრობ რომ არის იდეალური პროკურატურა, მაგრამ იმ მონაცემებით, რა მონაცემებიც დამხვდა, მე შევძელი, რომ პროკურატურა დღეს არ არის უკანასკნელ რიგებში ნდობის ხარისხის მიხედვით. ჩემთვის საამაყოა, რომ პროკურატურა და სახალხო დამცველი რეიტინგების მიხედვით ერთმანეთს უტოლდება და ეს კიდევ დიდი გამოწვევაა პროკურატურისთვის. რაც მე შევძლეწი ერთ წელიწადში, მაძლევს უფლებას ვთქვა, რომ მაქვს კარგი მენეჯერული გამოცდილება ამიტომ მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი კომპონენტი, თუ რატომ უნდა გაკეთდეს, არჩევანი არის ის, რომ თქვენს წინაშეა კანდიდატი, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობის, სახელისუფლებო ურთიერთობების და მენეჯერული გამოცდილებაც გააჩნია“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)