06:43 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-22 14:14:54, 2352 ნახვა

ეკონომიკა
მგზავრთა გადაყვანებიდან „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლებმა 11 მილიონ ლარს გადააჭარბა

„საქართველოს რკინიგზის“ 2019 წლის  6 თვის მონაცმებით, მგზავრთა გადაყვანებიდან მიღებული  შემოსვალი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 11 მილიონ ლარს გადააჭარბა.

აღნიშნული მაჩვენებელი 20 %-ით მეტია მაგისტრალური გადაყვანებიდან მიღებულ შემოსავალზე და 51%-ით მეტი საერთაშორისო გადაყვანებიდან მიღებულ შემოსავალაზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის 6 თვის ჭრილში გადაყვანილი  მგზავრების რაოდენობა 1,277,312 შეადგენს, რაც ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია.

„ამ შედეგების მიღება მრავალი ფაქტორითაა განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ მგზავრთა გადაყვანები წამგებიან სეგმენტს წარმოადგენს და გარკვეულწილად სოციალურ ხასიათს ატარებს, კომპანიამ მოახერხა ტარიფების მინიმალურ დონეზე შენარჩუნებისა და სამგზავრო მატარებლების უტილიზაციის გაზრდის შედეგად, მგზავრთა გადაყვანის ზარალის შემცირება. კომპანია ძალისხმევას არ  იშურებს იმისთვის, რომ გააუმჯობესოს მომსახურება და  მგზავრობა უფრო კომფორტული გახადოს.

„საქართველოს რკინიგზამ“  ბილეთების შეძენის მარტივი და კლიენტზე მორგებული სერვისი დანერგა. ახლა უკვე ბილეთების შეძენა მობილური აპლიკაციის მეშვეობითაც არის შესაძლებელი და მგზავრს საშულება აქვს აირჩიოს სასურველი ადგილები მატარებელში.

„საქართველოს რკინიგზა“ უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ - ჩვენ ვზრუნავთ თქვენს კომფორტზე!“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics