2019-07-22 11:09:17, 1650 ნახვა
პოლიტიკა
იზორია: გამოვრიცხავ „რუსთავი 2“-ის საქმეზე პოლიტიკურ ჩარევას, ვხედავ მხოლოდ სამართლებრივ განზომილებას
„აბსოლუტურად გამოვრიცხავ პოლიტიკური ჩარევის კომპონენტს და ვხედავ მხოლოდ სამართლებრივ განზომილებას“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
თავდაცვის მინისტი ტელეკომპანიის სარედაციო პოლიტიკაში პოლიტიკურ ჩარევას გამორიცხავს.
„რუსთავი 2“-ის საქმეზე მე ვხედავ მხოლოდ სამართლებრივ ნიშნებს, ვხედავ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ყველა მხარისთვის არის სავალდებულო და უნდა აღსრულდეს. მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ პოლიტიკური ჩარევის კომპონენტს და ვხედავ მხოლოდ სამართლებრივ განზომილებას, მით უფრო, როდესაც გვაქვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტი“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან