|
2015-07-06 16:44:19, 1394 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთმა, შესაძლოა, ახალი კვაზივალუტა გამოუშვას
გაზეთ „ლა ლიბრე ბელგიკეს“ ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობამ, შესაძლოა ახალი ვალუტა, ანუ ვალის გადახდის აღმნიშვნელი სპეციალური კუპიურები IOU („I owe you”) გამოუშვას. „საბერძნეთი აღნიშნულ ნაბიჯს იმ შემთხვევაში გადადგამს, თუ ევროპის ცენტრალური ბანკი ქვეყანას ევროს მიწოდებას შეუწყვეტს“, - ნათქვამია სტატიაში. IOU მთავრობას საშუალებას მისცემს, ვალი გადაუხადოს პენსიონერებს და მომსახურე პერსონალს, რომელსაც ქვეყნის ენერგორესურსებით მომარაგება ევალება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კვაზივალუტის ამოქმედება დაეხმარება საბერძნეთს უზარმაზარი ვალების დაგროვებით შექმნილი კრიზისის დაძლევაში. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ მოსახლეობა კვაზივალუტის გადაცვლას ევროში დაწესებული კურსის შესაბამისად შეძლებს, რამაც შესაძლოა იმპორტულ საქონელზე ფასების ზრდა გამოიწვიოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)