02:03 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-18 18:44:58, 2202 ნახვა

სამართალი
მოსამართლეობის კანდიდატი შოთა გეწაძე არ მალავს, რომ ჩინჩალაძესთან და მურუსიძესთან მეგობრობს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შოთა გეწაძემ, რომელთანაც  იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება მიმდინარეობდა, განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეებთან, მიხეილ ჩინჩალაძესთან და ლევან მურუსიძესთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

ამ თემაზე მას კითხვა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა დაუსვა.

„ეს არ არის დასამალი, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ, ვმეგობრობთ, ჩვენ ვართ თანამშრომლები, ერთი სასამართლოს მოსამართლეები, ეს არის ფაქტი, ამაში რაიმე უცნაურს მე ვერ ვხედავ. რაც შეეხება გავლენას, არც ბატონი მიხეილი არ არის ამ პროცესში ჩარეული და ვერც იქნება, არც ბატონი ლევანი, აქ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მე ვარ კანდიდატი და ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობა. დღეს როგორც უკვე გითხარით, 4 საათის მანძილზე, მე მესაუბრებოდა იუსტიციის საბჭო და ვფიქრობ, რომ დასაბუთებული პასუხები გავეცი“, - განაცხადა გეწაძემ.

მურუსიძე-ჩინჩალაძის და გეწაძის მეგობრობა მიუღებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის.

„მან ღიად განაცხადა, რომ ის არის მიხეილ ჩინჩალაძის და ლევან მურუსიძის მეგობარი, განმარტა მეგობრობა, როგორც ურთიერთობა, რომელიც წარმოშობს ერთგულების ვალდებულებას, სახელმწიფოებრივად, ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ, რომ ჩვენ სახელმწიფოს შიგნით გვყავს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ადასტურებენ, რომ ერთმანეთის მიმართ აქვთ ერთგულების ვალდებულება და ეს არის მიუღებელი და საშიში იმიტომ, რომ მოსამართლეს, პირველ რიგში, ერთგულების ვალდებულება უნდა ჰქონდეს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics