23:59 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-18 16:29:49, 1070 ნახვა

საზოგადოება
კოჯრის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის გამგეობამ კოჯორში, იუნკერების ქუჩაზე, ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დაასრულა. სკვერის ტერიტორია ახლებურად დაგეგმარდა და სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა.

პროექტის ფარგლებში, საფეხმავლო ბილიკებზე დეკორატიული ფილები დაიგო, ხოლო არსებული კიბეები ბაზალტის ქვებით მოპირკეთდა. მოეწყო ფიტნეს და საბავშვო გასართობი ზონები - დამონტაჟდა სხვადასხვა ატრაქციონი, მათ შორის, ადაპტირებული საქანელა შშმ პირებისთვის. სკვერში, ასევე, მოეწყო განათების ქსელი, სარწყავი სისტემა  და ადაპტირებული წყარო.

აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა ტერიტორიაზე არსებულ ნაგებობებს და ქართველი პოეტისა და სამხედრო მოღვაწის, გრიგოლ ორბელიანის მონუმენტს. რეაბილიტირდა სკვერში მდებარე მინი სპორტული მოედანი.

ჩატარდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები - მწვანე ნარგავებისთვის შესაბამისი ზონები გამოიყო, სადაც ტუიას, კვიდოს, უთხოვარისა და წყავის ნერგები დაირგო. ხვიარა ვარდებისთვის კი ლითონის კონსტრუქციები დამონტაჟდა, რის გასწვრივაც საბაღე სკამები და ურნები დაიდგა. შესაბამისი ინვენტარი სკვერის მთელ ტერიტორიაზე განთავსდა.

კოჯრის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 440 ათასი ლარი დაიხარჯა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics