|
2019-07-18 14:21:26, 1826 ნახვა
კომენტარი
გვარამია: კონტრაქტი შეიცავს უმაღლეს გარანტიებს - ვერც ქიბარ ხალვაში და ვერც სხვა, კანონიერი გზებით ვერ გამიშვებს
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მისი გათავისუფლება არ შეუძლია. კერძოდ, გვარამიას განმარტებით, მას არხის მფლობელებთან დადებული აქვს კონტრაქტი, რომელიც შეიცავს „უმაღლეს გარანტიებს“ და რომლის გაუქმებაზე მსჯელობაც, მხოლოდ ლონდონის არბიტრაჟს შეუძლია. როგორც მან აღნიშნა, ეს კონტრაქტი სწორედ იმიტომ დაიდო, რომ მისი კანონიერი გზით გათავისუფლების შესაძლებლობა არცერთ დამფუძნებელს არ ჰქონოდა. „ჩემთვის განსამზღვრელი მნიშვნელობა არა აქვს ვინ არის ამ მედიის მფლობელი აგიხსნით რატომ : - ეს არის ჩემი კონტრაქტი, რომელიც, ჩემივე მოთხოვნით შეიცავს უმაღლეს გარანტიებს ჩემი გათავისუფლების. ეს კონტრაქტი აქვს საჯარო რეესტრსაც და ამ კონტრაქტში წერია, რომ ჩემი გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარღვევისთვის განსაზღვრული ძალიან სერიოზული გარანტია იქნება გადახდილი. რა დამოკიდებულება აქვს ქიბერ ხალვაშს ამ კონტრაქტთან, ჩემთვის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანია. ჩემი მუშაობის პერიოდში, ქიბარ ხალვაში არ იყო დამფუძნებელი. ვინც იყვნენ დამფუძნებლები, მომცეს ეს გარანტია და ეს არის ლეგიტიმური კონტრაქტი. ამ კონტრაქტის ბათილობა მესაკუთრის შეცვლის გამო, ცხადია, ვერ დადგება. პროკურატურაში ჩემი ტარება იმიტომ, რომ უფლებამოსილებებს გადავაჭარბე და ასე შემდეგ, მე ამას განვიხილავ პირდაპირ ჩარევად მედიის დამოუკიდებლობის საქმეში და პირდაპირ შეზღუდვად ჩემი ყველა გარანტიის, რომელიც მოცემული მაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით მათ შორის, მხოლოდ იმის გამო, რომ გამოიყენონ ყველა ხერხი, რომ მე ამ გარანტიებზე უარი ვთქვა. ეს არის გამორიცხული. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას იზამს საქართველოს ხელისუფლება. ერთადერთი შემთხვევა, როცა მე უარს ვიტყვი კონტრაქტზე და წავალ ამ კომპანიიდან ჩემი ნებით და არა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნით და ხელისუფლების ზეწოლის გამო, ეს არის ჩემი ჟურნალისტების, ჩემი თანამშრომლების დამოკიდებულება ამგვარი, რომ ჯობია მე წავიდე. თუ მათ ეს დამოკიდებულება ექნებათ, მე არ ვაპირებ ამ საკითხის განხილვას საერთოდ. სხვა შემთხვევაში, ნიკა გვარამიას აქედან ვერც ქიბარ ხალვაში და ვერც ვინმე სხვა კანონიერი გზებით ვერ გაუშვებს. ამ კონტრაქტზე დავა შეუძლებელია ქართულ სასამართლო სისტემაში, ცხადია, ამ კონტრაქტში არის დათქმა ლონდონის არბიტრაჟზე. კი ბატონო, ვიდავოთ გაუქმებაზე, ნებისმიერ საკითხზე, მაგრამ ამ კონტრაქტის შესრულებამდე ჩემი გათავისუფლება შეუძლებელია. ეს კონტრაქტი დაიდო ზუსტად იმიტომ, რომ მე არ ვყოფილიყავი დამოკიდებული არანაირ დამფუძნებელზე საერთოდ, მათ შორის არც მოქმედზე და არც ახალზე. ეს არის ამ მედიის დამოუკიდებლობის მთავარი გარანტი. მე არ ვაპირებ ამის დათმობას, ეს ჩემთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)