|
2019-07-18 13:22:49, 1981 ნახვა
სამართალი
ვაშაძე: სასამართლოს მოვუყევი ყველაფერი, რაც აქციაზე ხდებოდა - სახელწიფო გადატრიალებაზე საუბარი აბსურდია
„შეკითხვის სულისკვეთება იყო ერთი, გეგმავდით თუ არა სახელმწიფო გადატრიალებას? რაზეც პასუხი არის, რომ ამაზე უფრო აბსურდულის მოგონება არის შეუძლებელი“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ თბილსის საქალაქო სასამრთლოდან გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. ვაშაძემ მაგსიტრი მოსამართლის თანდასწრებით მისი გამოითხვის დეტალებზე ისაუბრა. „ძალიან კორექტული საუბარი იყო, მაგრამ გამოძიებას ცდილობს ყველანაირად, ყველა ხერხით, ყველა შეკითხვით, ყველა დაზუსტებით საქმე წაიყვანოს იქით, იყო თუ არა ადამიანების ჯგუფის შეთანხმება-შეთქმულება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე ძალადობრივი გზით. წუთი-წუთზე მოვუყევი ყველაფერი დღის თორმეტი საათიდან დაწყებული. ამაზე ანეგდოტური მცდელობა არ არსებობს დედამიწის ზურგზე, იმიტომ, რომ ვინც შვიდი საათის შემდეგ მიკროფონის გარშემო ვიყავით, დაახლოებით სხვა და სხვა დროს, მე მაგალითად სამ საათამდე ვიყავი პარლამენტში და დანარჩენები პარლამენტის შენობაში იყვნენ, ზოგიერთი თერთმეტის ნახევრამდე, როგორც მაგალითად, ბატონი ნიკანორ მელია, რომელიც საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გამოაძევეს პარლამენტის სხდომის დარბაზიდან. ამისთანა რაღაცა არც გამიგია არსად. დეტალურად შეკითხვების ჩამოთვლას ნუ მომთხოვთ, იმიტომ, რომ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. შეკითხვების სულისკვეთება, შეკითხვების მზიანი, შეკითხვების არსებობის აზრი იყო მხოლოდ და მხოლოდ იყო მხოლოდ ერთი, გეგმავდით თუ არა სახელმწიფო გადატრიალებას? რაზეც პასუხი არის, რომ ამაზე უფრო აბსურდულის მოგონება არის შეუძლებელი“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)