|
2019-07-17 18:41:33, 2406 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე: გავაკეთებთ ყველაფერს, რათა, განსაკუთრებით აჭარაში მოსახლეობის მოლოდინები გავამართლოთ
"პარტია საჭიროებს კიდევ უფრო მეტ გაძლიერებას, კიდევ უფრო მეტ კოორდინაციას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვემზადებით შემდეგი წლის არჩევნებისთვის. ბუნებრივია, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დაკვეთა, რაც მოდის საზოგადოებისგან, ის მოლოდინები, რაც აქვს ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით აჭარაში, გავამართლოთ", - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. ახალი ინიციატივა, რომელიც აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ჩამოყალიბებას ეხება, დღეს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. „ქართული ოცნების" რეგიონული ორგანიზაცია აჭარაში პირველად შეიქმნა. "პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებით, ჩემი კანდიდატურა არის წარდგენილი და ბუნებრივია, ეს პროცესი ფორმალურად გაფორმდება უკვე პარტიის ყრილობაზე", - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ თორნიკე რიჟვაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)