|
2019-07-16 11:30:27, 1480 ნახვა
რეგიონი
ზაალ მიქელაძემ ღვაწლმოსილ ექიმს სიგელი გადასცა
აჭარის ავტნომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ, ღვაწლმოსილ ექიმს, მემედ შანიძეს დაბადებიდან 80 წლის იუბილესა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისათვის სიგელი გადასცა. მემედ შანიძე 2014 წლიდან დღემდე მუშაობს სს "საზღვაო ჰოსპიტალში" ოჯახის ექიმად. წლების განმავლობაში მუშაობდა ქედის მუნიციპალიტეტის რაიონული საავადმყოფოს მთავარ ექიმად, ამავე კლინიკის თერაპიული განყოფილების გამგედ, ასევე მახუნცეთის საუბნო საავადმყოფოს, დანდალოს საექიმო ამბულატორიისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმად. ფლობს სახელმწიფო სერთიფიკატებს თერაპიული, სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და ოჯახის ექიმის სპეციალობით. მიღებული აქვს მედალი შრომითი მამაცობისთვის, მინიჭებული აქვს დამსახურებული ექიმის წოდება და არის ქედის მუნიციპალიტეტის დამსახურებული მოღვაწე და საპატიო მოქალაქე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)