|
2019-07-15 12:10:05, 1667 ნახვა
რეგიონი
გოგებაშვილის სახლ-მუზემთან, სადაც პრემიერი და მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ, საპროტესტო აქცია გაიმართა
ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზემთან, სადაც პრემიერი და მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ, საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაა. ამასთან, აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა წარწერებით ბანერები ჰქონდათ მიტანილი: „ჩვენ მოვიგებთ ნერვების ომს!“; „რუსეთი ოკუპანტია!“; „გახარია რატომ არ ჩანხარ?!“ და სხვა. „ვაპროტესტებთ ჯალათ მინისტრ გახარიას და ყველანაირი ფორმით ვცდილობთ, რომ ნებისმიერ ხელისუფალ პირს მივაწვდინოთ ხმა. გახარიას უნდა გადადგეს ან პრემიერმა გადააყენოს. თვითონაც დარბევამდე 10 წუთით ადრე, რომ განაცხადა, აქციების დარბევა მათი ხელწერა არ იყო, მაგრამ მაინც მოხდა, აი ზუსტად მაგის გამო ვართ ჩვენ აქ“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)