|
2019-07-13 11:32:57, 4388 ნახვა
მსოფლიო
ამერიკა Facebook-ს 5 მილიარდი დოლარით აჯარიმებს
ამერიკაში, სოციალურ ქსელ Facebook-ის ადმინისტრაციას მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის უსაფრთხოებაში არსებული ხარვეზების გამო 5 მილიარდი დოლარის ჯარიმა დაეკისრა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიამ გამოიტანა. მედიის ცნობით, ფედერალური სავაჭრო კომისიამ შეიწავლა Facebook-ის საქმე ინფორმაციის არასაიმედო გაცვლის თაობაზე, რომელიც 87 მილიონ მომხმარებელს ეხება. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2011 წელს მომხმარებელთა მონაცემთა ბაზებიდან ინფორმაციის არაჯეროვან გაცვლას ჰქონდა ადგილი. ცნობისთვის, პერსონალური მონაცემბის დაცვასთან Facebook-ს პრობლემები არა ერთხელ შექმნია. მიმდინარე წლის 26 აპრილს ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა ლეტიცია ჯეიმსმა კომპანია Facebook-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია Facebook-ის უსაფრთხოების სისტემაში უკანონოდ შეღწევის გამო, სოციალური ქსელის დაახლოებით 50 მილიონი მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შესაძლოა, ჰაკერების ხელშია. გარდა ამისა, მიმდინარე წლის 6 აპრილს Facebook-ის მომხმარებლების პერსონალური ინფორმაცია ისევ გასაჯაროვდა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)