|
2019-07-12 18:10:27, 2979 ნახვა
ეკონომიკა
ხატია წილოსანი: აგრარული დარგის მოდერნიზაცია და ინვესტიციების განხორციელება ევროპის 500-მილიონიანი ბაზრის ათვისებაში შეგვიწყობს ხელს
ბათუმმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ისტორიული მნიშვნელობის კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა საინვესტიციო ფორუმი, სადაც ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის მიმართულებით აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების გამოცდილება იქნა გაზიარებული; დამსწრე საზოგადოება ასევე გაეცნო საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს, მათ შორის, სოფლის მეურნეობის კუთხით. ,,ევროკავშირი მხარს უჭერს მთავრობას აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების კუთხით, რათა დარგის მოდერნიზაციის და ინვესტიციების განხორციელებით, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა შეძლონ იმ სიკეთეებით სარგებლობა, რაც მათ ევროპის 500-მილიონიანი ბაზრის ათვისებაში შეუწყობს ხელს”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოდგენილი იყო გადამმუშავებელი მრეწველობის და სოფლის მეურნეობის პანელზე, სადაც მონაწილეობას იღებდნენ სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინისა და ბელარუსიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. ასევე, წარმოდგენილი იყო ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი. საფინანსო ინტიტუტებმა ინფორმაცია წარმოადგინეს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში განხორციელებული პროექტების შესახებ და დაინტერესებულ მხარეებს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს განუმარტეს ის მინიმალური მოთხოვნები და შესაძლებლობები, რაც სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების განხორციელებისთვის საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან იქნება მხარდაჭერილი. დეტალურად იქნა განხილული ინფორმაცია ევროკავშირის ბაზრის ათვისებისთვის საჭირო ძირითადი ინსტრუმენტების შესახებ. ასევე, მთავრობის მიერ განხორციელებული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რაც გულისხმობს გადასახადების კუთხით არსებული შეღავათების დაწესებას, ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებას და მხარდამჭერ პროექტებს სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის კუთხით.
(NS)
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)