07:03 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 22:27:48, 2069 ნახვა

სამართალი
გახარია - ყველა პროფესიონალი, ვისაც თემა ესმის, იტყვის, რომ ამ ტყვიის დამიზნება შეუძლებელია

„როდესაც ვიღაც ამბობს, რომ სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ თვალში, ეს არის აბსურდი, სიცრუე და ჩვეულებრივი ტყუილი!“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საკითხში გარკვეული ნებისმიერი ადამიანი იტყვის, რომ აქციაზე გამოყენებული ტყვიების დამიზნება შეუძლებელია.

„ეს არის არალეტალური ტყვია, რომელიც გამოიყენება სამართალდამცავი სისტემის მიერ მასების მართვისთვის, არა მარტო საქართველოში, არამედ ყველგან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ყველა ტყვია, რაც იყო გამოყენებული, 4 სახის, არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან. სხვათაშორის ეს ნარინჯისფერი არის 2012 წელს შეძენილი. მას შემდგომ ყოველთვის ყველგან იყო აღჭურვილობაში. ამ ტყვიას ინსტრუქციაში უწერია, რომ მისი გამოყენების ეფექტურობის მანძილი არის 10 მეტრიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ინსტრუქციით, ჩვენს პოლიციელებს აქვთ მითითება, რომ ეს ტყვია უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ 20 მეტრიდან. ასევე გეტყვით, ყველა პროფესიონალი, ვისაც თემა ესმის, იტყვის, რომ ამ ტყვიის დამიზნება შეუძლებელია. როდესაც ვიღაც ამბობს, რომ დამიზნებით ესროდნენ თვალში, ეს არის აბსურდი, სიცრუე და ჩვეულებრივი ტყუილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics