01:19 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 16:00:22, 1675 ნახვა

სამართალი
სასამართლომ მიხეილ კალანდია პატიმრობაში დატოვა

ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა განაცხადა, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც მიხეილ კალანდიას ბრალეულობა დასტურდება.

„გვქონდა რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის ერთ-ერთი იყო აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლომ გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე არ დააკმაყოფილა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევწყვეტთ ბრძოლას. ეს არ არის ძირითადი საქმის მოსამართლე, შესაბამისად, ყოველთვის ცდილობს წინასასამართლო სხდომის მოსამართლე, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით არ იმსჯელოს იქიდან გამომდინარე, რომ არსებითი საქმე როდესაც გადაეცემა სასამართლოს, იმ სასამართლომ გადაწყვიტოს მისი ბედი. არსებითი საქმის განხილვის დროს აუცილებლად დადგება გამამართლებელი განაჩენი იმიტომ, რომ ისეთი მოცულობის მტკიცებულებებია საქმეში წარმოდგენილი და იმ რაოდენობის, რომ შეუძლებელია ამ საქმემ თავი დაიმაგროს სასამართლოში“, - განაცხადა კოტეტიშვილმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორმა მირიან მეგერიშვილმა განაცხადა, რომ საქმეში არსებობს რისკები, რის გამოც, მიხეილ კალანდია პატიმრობაში უნდა იყოს.

„არსებობს ვარაუდის მაღალი ხარისხი იმისა, რომ საქმეზე შესაძლოა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, ამიტომ დაინიშნა არსებითი განხილვა. აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ გადასინჯა, მიიჩნია ბრალდების მხარის არგუმენტები გასათვალისწინებლად და გაიზიარა ის მოცემულობა, რომ კვლავ არსებობდა რისკი ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიება დარჩა ძალაში“, - აღნიშნა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით, მიხეილ კალანდია 4 ივნისს დააკავეს

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics