17:10 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 11:48:40, 1317 ნახვა

პოლიტიკა
რუდი: არ არსებობს შეკითხვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია

 „პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით კი ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, მივანდოთ ეს საქმე ისტორიკოსებს, რომლებიც ასწავლიან საქართველოს ისტორიას“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბედ რუდმა განაცხდა.

მისი განმარტებით, არ არსებობს შეკითხვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

„როდესაც საქართველო უფრო მეტად არის ინტეგრირებული ევროკავშირში, ეს ხდის მას უფრო ძლიერ პარტნიორად შეერთებული შტატებისთვისაც. რაც შეეხება აქციას, დემონსტრანტებს ვეტყვი, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და დასავლურ ინტეგრაციას, მათ შორის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს არის მიზანი, რომელსაც შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს. პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით კი ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, მივანდოთ ეს საქმე ისტორიკოსებს, რომლებიც ასწავლიან საქართველოს ისტორიას. არ არსებობს შეკითხვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნა რუდმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics