15:07 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 11:30:05, 1331 ნახვა

პოლიტიკა
ტუსკი: ნუ დავმალავთ ფაქტს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ევროკავშირში გაფართოებას ეჭვით უყურებს

 „თქვენი ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ერთადერთი შეკითხვა, მაგრამ მოდით, ნუ დავმალავთ იმ ფაქტს, რომ ეს შეკითხვა კვლავაც რჩება დღის წესრიგში“, - ამის შესახებ  ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

 როგორც ტუსკმა აღნიშნა, მას ეს ეჭვები არ აწუხებს, თუმცა საქარელოში ძალიან სერიოზული უსაფრთხოების პრობლემები და გამოწვევები არსებობს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ შეიქმნა და ვითარდება ძალიან რთულ პოლიტიკურ კონტექსტში, იქნება ეს ევროკავშირში თუ რეგიონში. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან სერიოზული უსაფრთხოების პრობლემები და გამოწვევები არსებობს პარტნიორ ქვეყნებში. საქართველო უნდა ვახსენო, როგორც ქვეყანა, რომელსაც ეს უსაფრთხოების საკითხები ძალიან დიდ გამოწვევად უდგას. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არ შექმნილა, როგორც კონფლიქტების მოგვარების მექანიზმი, მას აქვს თავისი ღირებულებები. ამ ღირებულებებით იგი ცდილობს დაადგინოს სტაბილურობა ქვეყანაში და გააძლიეროს მისი მედეგობა სხვადასხვა გამოწვევებისა თუ პრობლემების წინაშე. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ იყო მშვიდობის ინიციატორი და არასდროს ყოფილა მტრულად განწყობილი რომელიმე ქვეყნის მიმართ. პირიქით მისი მიზანი იყო, რომ შეექმნა სამართლის უზენაესობა, სწორი მართმსაჯულება, გამართული სისტემები თავის ქვეყნებში. ძალიან ბევრი კითხვა ისმის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალთან დაკავშირებით. თქვენი ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ერთადერთი შეკითხვა, მაგრამ მოდით, ნუ დავმალავთ იმ ფაქტს, რომ ეს შეკითხვა კვლავაც რჩება დღის წესრიგში - არის ძალიან ბევრი ადამიანი ევროკავშირში, რომელიც ეჭვით უყურებს ამ გაფართოებას. მე ასეთი ეჭვები არ მაწუხებს. მინდა გითხრათ, რომ ასეთი პროცესები ერთ დღეში არ ხდება და ერთიანი გეგმა ყველაზე ვერ გავრცელდება და ყველასთან ერთნაიარად ვერ იმუშავებს. აუცილებელია დე ფაქტო სოლიდარობა ყველა ამ ქვეყანას შორის“, - აღნიშნა ტუსკმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics