|
2019-07-11 11:25:41, 1190 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: 300 წლის წინ სულხან-საბა ითხოვდა ევროპაში დახმარებას სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის, ისტორია მეორდება
„300 წლის წინ, ქართველმა ელჩმა, სულხან-საბა ორბელიანმა ევროპის კარზე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დახმარება ითხოვა. ისტორია მეორდება – საქართველო ცდილობს გახდეს ევროკავშირის წევრი და მას დახმარება სჭირდება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბათუმში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სჭირდება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა, რათა უსაფრთხოება და სტაბილურობა უზრუნველყოს. „300 წლის წინ, ქართველმა ელჩმა, სულხან-საბა ორბელიანმა ევროპის კარზე დააკაკუნა, რომელიც ოცნებობდა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაზე, მას სურდა, პოლიტიკური და ფინანსური დახმარება ეთხოვა სამშობლოს გადასარჩენად, თუმცა 300 წლის შემდეგ, ეს ისტორია ისევ მეორდება – საქართველო კვლავ ცდილობს გახდეს ევროკავშირის წევრი და მას ისევ დახმარება სჭირდება. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხოება და სტაბილურობა. ჩვენ უნდა ავაშენოთ ძლიერი ეკონომიკა, რათა უზრუნველვყოთ თანამედროვე განათლების სისტემა, დასაქმება და ინფრასტრუქტურა. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი, გავაძლიეროთ ჩვენი ხალხის რწმენა, რომ თავისუფლებისთვის, პროგრესისა და დემოკრატიისთვის ბრძოლას კეთილდღეობა და ცხოვრების შესაბამისი სტანდარტი მოაქვს. როგორც ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წარმომადგენელი, მოგმართავთ ხალხის გზავნილით - დემოკრატიის ამ დონეს, მიღწევებსა და უსაფრთხოებას სჭირდება თქვენგან უფრო ძლიერი ეკონომიკური მხარდაჭერა. დემოკრატია ძლიერი ეკონომიკის გარეშე მდგრადი ვერ იქნება. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ მათ ბრძოლას თავისუფლების, პროგრესის და დემოკრატიისთვის, ასევე, მოაქვს კეთილდღეობა და ცხოვრების ღირსეული პირობები", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)