05:59 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 10:29:15, 1447 ნახვა

სამართალი
შსს-მ ლარსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სომხეთის მოქალაქის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ლარსის მიმდებარე ტერიტორიაზე სომხეთის მოქალაქის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 9 ივლისს, სტეფანწმინდის საავადმყოფოში, ტრამვით შეყვანილი იქნა სომხეთის მოქალაქე მ.მ, რომელმაც საავადმყოფოში გამოკითხვაზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ ტრავმა საყოფაცხოვრებო სიტუაციაში, ავტომობილიდან გადმოსვლის დროს წაქცევის შედეგად მიიღო. მან პოლიციელებთან გასაუბრებისას რაიმე სახის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტის არსებობა უარყო.

„სომხეთის მოქალაქის მიერ მიცემული ინფორმაციის მიუხედავად, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონულ სამმართველოში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. ამ ეტაპზე, დგინდება რომ სომხეთის მოქალაქე მ.მ.-ს ჯანმრთელობის დაზიანება სავარაუდოდ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მიაყენეს. დანაშაულის ჩამდენი პირის, ან პირების დადგენის მიზნით ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება“, - ნათქვამიაა განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics