|
2019-07-10 13:02:21, 887 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი: საქართველო უკვე მზადაა გახდეს ევროპული განათლების სივრცის სრულფასოვანი წევრი
საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსისა და სკოლის მშენებლობის დაწყების პრეზენტაციას დაესწრო და პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებსა და სტუდენტებს სიტყვით მიმართა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, დღეს ბათუმისათვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან კიდევ ერთი ახალი, საერთაშორისო დონის უნივერსიტეტის მშენებლობით მოხდება რეგიონში განათლების სისტემის გაძლიერება. „დღეს საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარებაა და ცხადია, უნივერსიტეტისა და სკოლის დაარსება ერთ-ერთი გზაა რეგიონების განვითარებისა და გაძლიერებისათვის. ამავდროულად, განათლება ჩვენი მთავრობის დღევანდელი პრიორიტეტია და ხვალ, ევროპულ საერთაშორისო კონფერენციაზე ჩვენი გზავნილი იქნება ის, რომ საქართველო მზადაა გახდეს ევროპული განათლების სივრცის სრულფასოვანი წევრი და საქართველოსათვის ევროპაში შესვლა პირველ რიგში სწორედ ევროპული განათლების სივრცის სრულ წევრობას ნიშნავს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო ,,ერასმუსის" პროგრამის ერთ-ერთი მთავარი და წარმატებული გამომყენებელია",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ასევე, რომ უნივერსიტეტის პროექტი ქართველი არქიტექტორების შექმნილია და მის მშენებლობაზე ქართველები დასაქმდებიან, რაც რეგიონული განვითარების გზაა. ჩვენი მოქალაქეები ადგილზე დასაქმდნენ და არ დასჭირდებათ არც თბილისისკენ და არც უცხოეთისკენ წასვლა. „ნიშანდობლივია, რომ ამ უნივერსიტეტში ისწავლიან ქართველებიც და უცხოელებიც. ცნობილია, რომ საქართველოში განათლების მისაღებად ბევრი უცხოელი ჩამოდის და ეს არის ის დარგი, სადაც უცხოეთიდან გვაქვს შემოსავლები", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა მზაობა გამოთქვა ახლადგახსნილ უნივერსიტეტში პირველ ლექცია ჩაატარებს. კამპუსი, რომლის გახსნაც აჭარის მთავრობის ხელშეწყობით დაიგეგმა, 1500 ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტსა და 500 მოსწავლეზეა გათვლილი. მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება. კავკასიის უნივერსიტეტში შესაძლებელი იქნება სწავლა საბაკალავრო, სამაგისტრო და პროფესიული განათლების პროგრამებზე. კამპუსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით და სტუდენტური საერთო საცხოვრებლით. ღონისძიებაზე პრეზიდენტს უმასპინძლეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და კავკასიის უნივერსიტეტის და უნივერსიტეტთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ.
(NS)
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)