|
2019-07-10 12:48:28, 897 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ხელოვნური ტყის ბუნებრივად გარდაქმნისთვის 159 400 ლარი გამოიყოფა
თბილისის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში არსებული ხელოვნური ტყის ბუნებრივად გარდაქმნისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებისათვის გრანტის სახით 159 400 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით იგეგმება. „ფიჭვებთან დაკავშირებით თქვენ იცით, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობა გვაქვს ქალაქში. ფიჭვების დიდი რაოდენობა ხმება, რის გამოც გვიწევს მათი მოჭრა. შემდეგ კი ვახორციელებთ ჩანაცვლებას ახალი ნარგავებით. ეს პროცესი გაგრძელდება სამომავლოდ. აღსანიშნავია, რომ ფიჭვების ხმობის ტენდენცია შეინიშნება არა მარტო დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც. ყველაზე დიდი პრობლემა კი ის არის, რომ ეს დაავადება არის გადამდები. ჩვენ უცხოელ ექპერტებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. მნიშვნელოვანია, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება და მწვანე სივრცეების შექმნა. ამდენად, ზუსტად მსგავსი ღონისძიებებია საჭირო იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ და განვავითაროთ მწვანე სივრცეები“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპილოტე პროექტის ფარგლებში, დედაქალაქში 20 ჰა ფართობი თვითგანახლების უნარის მქონე ხე-მცენარეებით განაშენიანდება. „პროექტის მიხედვით, წელს იმ 12 000 ჰა ტყის ფართობიდან, რომლის ინვენტარიზაცია წელს განხორციელდა, ხდება 20 ჰა ტერიტორიის ბუნებრივი განახლება. ფიჭვები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ხელოვნურად დარგული ხეები, რომლებსაც განახლების უნარი არ აქვთ. შესაბამისად, მაქსიმალურად ვიწყებთ მუშაობას იმ კუთხით, რომ თბილისში დაირგოს ისეთი ხეები, რომელიც ბუნებრივია და აქვთ თვითგანახლების უნარი. შესაბამისად, ეს პირველი საპილოტე პროექტია, რომლის მიხედვითაც 20 ჰექტარ ფართობზე მოხდება ტერიტორიის დამუშავება გერმანელების დახმარებით. მათ შორის, შემოღობვა, რომ ცხოველებმა არ დააზიანონ ნარგავები. ასევე, მოხდება ბუნებრივი შეთესვა, რომ ტყეებმა ბუნებრივად დაიწყონ განახლება და ხელოვნური ტყეები კი მაქსიმალურად, ეტაპობრივად ცავანაცვლოთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს 11 9000 ჰექტარ ფართობზე ჩატარდა ტყის ინვენტარიზაცია, რაც ბოლო რამდენიმე ათლწეულია არ ჩატარებულა. სწორედ აღნიშნული ტყის ინვენტარიზაციის შედგებზე დაყრდნობით გამოვლინდა, რომ თბილისის გარკვეულ ნაწილში გაშენებულ ხელოვნური წარმოშობის ტყეებს უკვე შესუსტებული აქვთ ნეგატიურ გარემო ფაქტორებზე შემგუებლობის უნარი. ხელოვნური წარმოშობის ტყეებში ჭარბობს ფიჭვნარი კორომები, რომელიც ასევე საფრთხის წინაშეა, რის გამომწვევ უმთავრეს მიზეზად ითვლება მავნებელ-დავადება, გადამეტებული ძოვება და განახლების ნაკლებობა. სწორედ ამ მდგომარეობის გამოსწორებას შევეცდებით GIZ-ის გრანტით დაფინანსებული პროექტით.
(NS)
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)