15:07 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-09 15:52:14, 1166 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე: რუსეთისგან სანქციები სასიამოვნო არაა, თუმცა გავიარეთ ეს ისტორია და ვერავის შეაშინებენ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, რუსუთის მიერ დაწესებული სანქციები სასიამოვნო არაა, ეს ისტორია უკვე გავლილია და საფრთხეს არ წარმოადგენს

მისი შეფასებით, საბოლოოდ რა ფორმას მიიღებს სანქციები, ჯერ უცნობია.

„რა ფორმას მიიღებს რუსული სანქციები არავინ არ იცის, ვინაიდან ეს არის მიმართვა პუტინისადმი და შემდეგ უკვე პუტინის მოწყალებაზეა დამოკიდებული. ტექნიკურად შეუძლებელია, რომ ფულადი გზავნილები შეაჩეროს, ამის გაკეთება ერთხელ უკვე უნდოდა რუსეთს, მაგრამ არ გამოუვიდა. ფული ისეთი რამ არის, ყოველთვის იპოვის თავის გზას და შემოვლითი გზებით შემოვა, უბრალოდ ადამიანებს გააწვალებს. რაც შეეხება ღვინოსა და ბორჯომს, 2013 წლის დასაწყისში პატარკაციშვილის ოჯახმა ბორჯომი მიჰყიდა რუსულ „ალფა ბანკს“ და დღეს „ბორჯომი“ არის რუსული კომპანია და თუ საკუთარ კომპანიას გამოუცხადებენ ემბარგოს არ ვიცი, თუმცა რუსებისგან არაფერია გამორიცხული, როცა ასე დასაჯეს საკუთარი ტურისტები. ღვინო არ არის გამორიცხული შანტაჟისთვის გამოიყენონ. ბუნებრივია სასიამოვნო არ არის, მაგრამ ერთხელ უკვე გავიარეთ ეს ისტორია და ამით ვერავის შეაშინებენ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

 

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics