04:46 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-09 13:39:46, 1170 ნახვა

საზოგადოება
მცირე და საშუალო განთავსების ობიექტების წარმომადგენლებისთვის თბილისის მერიამ სემინარი ჩაატარა

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურმა  კომპანია „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით, ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისთვის სემინარი - „მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების გამოწვევები და შესაძლებლობები“ ჩაატარა.

ღონისძიება თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ გახსნა. მისი თქმით, სემინარის მიზანია, ამ სფეროში მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდეს.

„სწორად ამიტომ გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა სემინარი ამ დარგში მომუშავე კომპანიებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. მათთან ერთად განვიხილავთ თუ რა გამოწვევები არის დღეს ბაზარზე და როგორ შეიძლება ე.წ. კრიზისულ პერიოდებში მათი დაძლევა“, - სოფიო ხუნწარიამ. 

კომპანიამ „გალტ ენდ თაგარტი“, მსმენელებს გააცნო სფეროს უახლესი ტენდენციები, ფასების დინამიკა, კონკურენცია ბაზრის სხვადასხვა მოთამაშეებს შორის, ტურისტული ელექტრონული პლატფორმების შესაძლებლობები, სასტუმროების პოზიციონირების მოდელები (მინიმუმ 10 სასტუმრო ოთახი), კრიზისული პერიოდების მართვის საკითხები, სპეციალური საბანკო პროდუქტები და დონორების პროგრამები.

ამასთან, სემინარზე საქართველოს ბანკის მარკეტინგის ჯგუფის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თანამედროვე ციფრული მარკეტინგის ტექნოლოგიაზე და მის არხებზე, ასევე, ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორისთვის ხელმისაწვდომ ფინანსურ პროდუქტებზე.

სამომავლოდ, მსგავსი ტიპის სემინარები ჩატარდება გიდებისთვის და Airbnb და booking -ზე განთავსებული ბინების მესაკუთრეებისთვის.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics