2019-07-09 06:28:06, 1423 ნახვა
პოლიტიკა
ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე და ჯებირებს მიღმა ღამე გაათიეს
ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის წინ, რუსთაველის გამზირზე გაათენეს. აქციის მონაწილეები უსმენდნენ მუსიკას და ცეკვავდნენ.
პოლიციას გზის გახსნის და ბარიკადებად დაყენებული ავტობუსების გაყვანის მცდელობა ჰქონდა. მათი მოწოდების შემდეგ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა ტროტუარზე გადაინაცვლეს და გზა გაათავისუფლეს. რაც შეეხება პარალელურად პარლამენტთან მიმდინარე აქციას, მათი მხრიდან იგივე მოთხოვნა არ შესრულდა.
ადგილზე იმყოფება "ევროპული საქართველოს" წევრი დეპუტატი ელენე ხოშტარია.
პარლამენტის წინ, ბარიკატებს მიღმა არიან ანტისაოკუპაციო და #სირცხვილიას ორგანიზატორები, აქტივისტები გიგა მაქარაშვილი, ნოდარ რუხაძე, უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე პროდიუსერი მიშა მშვილდაძე და სხვები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან