|
2015-07-04 15:12:55, 1314 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი: ევროპა საბერძნეთის კოლაფსს არ დაუშვებს
საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა იანის ვარუფაკისმა კრედიტორები ბერძნების „ტერორიზირებაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ევროპა ტრილიონ ევროს დაკარგავს, თუკი საბერძნეთის კოლაფსს დაუშვებს. ათენის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ 50 ათასამდე მოქალაქეს, მემარცხენე მინისტრმა კრედიტორთა გეგმის უარყოფისაკენ მოუწოდა და უგულებელყო ქვეყნის ევროპელი პარტნიორების გაფრთხილება იმის შესახებ, რომ კრედიტორთა პირობების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში საბერძნეთმა, შესაძლოა, ევროზონა დატოვოს. შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს საბერძნეთში რეფერენდუმია დაგეგმილი, რომლითაც მოსახლეობა გადაწყვეტს მიიღოს თუ არა კრედიტორების მიერ წამოყენებული პირობები. ფინანსთა მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აღნიშნული პირობების მიღების შემთხვევაში ის თანამდებობას დატოვებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)