04:42 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-08 15:50:55, 1004 ნახვა

საზოგადოება
ია კერზაიას შვილი - ვითხოვ გახარიასთან ერთად იმ ადამიანების გამოკითხვას, ვინც დედაჩემის გათავისუფლება დაგეგმა

ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩან შენგელია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც მან აღნიშნა, პროკურატურაში ყოფნისას აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ზუგდიდში ყოფნის დროს, განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დაავალა მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების სამსახურის შესვლა.

„ჩვენ მივაწოდეთ პროკურატურას ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც ასახავს ამ თათბირის მიმდინარეობას, ასევე, მასში მონაწილე პირების ვინაობას და შესაბამისად, ვითხოვთ პროკურატურისგან გამოიკითხოს ყველა ეს პირი შს მინისტრთან ერთად, რომლებიც უკვე დაადასტურებენ ამ ფაქტს და შესაბამისად,  თუ გაცემული მსგავსი  ტიპის დავალება, რაც არის უკანონო, ბუნებრივია, შესაბამისად, ვითხოვთ უკვე შს მინისტრის პასუხისგებაში მიცემას“, - აღნიშნა ბაჩანა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ  ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ხელისუფლების მიერ მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics