|
2019-07-05 16:27:44, 1004 ნახვა
საზოგადოება
ჯაღმაიძე: შეცდომაა, თითქოს მღვდელმთავრებსა და „პრაიდის“ ორგანიზატორებს შორის დაფარული საუბარი შედგა
შეცდომაში შეყვანის მცდელობაა აშშ-ს საელჩოში გადაღებული ფოტოს ისე წარმოჩენა, თითქოს მღვდელმთავრებსა და „პრაიდის“ ორგანიზატორებს შორის დაფარული საუბარი შედგა, - ამ სიტყვებით საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრეა ჯაღმაიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. ჯაღმაიძე ამერიკის საელჩოში „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებისა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირების საუბრის ამსახველ ფოტოს გამოეხმაურა. როგორც დეკანოზი აღნიშნავს, აშშ-ს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე მიწვეული სტუმარის სია, საპატრიარქოსთან არ შეუთანხმებიათ. „რა მოხდა აშშ-ს საელჩოში? თავდაპირველად მინდა შევახსენო მკითხველს, რომ საპატრიარქო ორი კვირა თავს იმართლებდა იმ სამიტის გამო, რომელიც მას არ დაუორგანიზებია და გავრილოვის გამო, რომლის მოწვევაც საპატრიარქოსთვის არავის შეუთანხმებია. ეხლა კი ფაქტიურად აშშ-ს საელჩოს სტუმრების სიის გამო, ისევ საპატრიარქომ ხომ არ უნდა იმართლოს თავი? ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა იყო ამ მიღებაზე გადაღებული ფოტოს ისე წარმოჩენა, თითქოს რაიმე დაფარული საუბარი შედგა მღვდელმთავრებსა და ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებს შორის. სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივი და ბანალურია. აშშ-ს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე მიწვეული იყო რამდენიმე ათასი სტუმარი, რა გასაკვირია და საპატრიარქოსთან სტუმრების სია არ შეუთანხმებიათ. იქ აღმოჩნდნენ აღნიშნული ე.წ. პრაიდის ორგანიზატორები და რაღაც მომენტში ასევე სტუმრად მიწვეულ ჩვენს მღვდელმთავრებთან მივიდნენ. სავარაუდოდ ფოტოს გადაღებაზე წინასწარვე იზრუნეს და ეს შემთხვევით შერჩეული კადრი არაა. რაც შეეხება საუბრის შინაარსს, აქაც ყველაფერი ჩვეული და მარტივი გასაგებია მათთვის, ვინც იცის ეკლესიის დამოკიდებულება სოდომურ ცოდვასთან დაკავშირებით. ასეთი პოზიცია არაერთხელ დაუფიქსირებია ეკლესიას სხვადასხვა ფორმით. მათ გამოთქვეს სურვილი ეკლესიასთან ურთიერთობისა, და მღვდელმთავრებმა უპასუხეს, რომ ეკლესია მუდამ მზადაა ნებისმიერ ადამიანთან სასაუბროდ მის მოსაქცევად და მონანულს ყოველთვის სიხარულით იწყნარებს. ხოლო რაც შეეხება, ცოდვის პოპულარიზაციას, ეს შეუწყნარებელია და კიდევ უფრო მძიმე ცოდვაა. ეკლესია მუდამ კატეგორიული და შეუვალია ცოდვის განსაზღვრასთან, გამოაშკარავებასთან დაკავშირებით, მუდამ სიფხიზლეს გამოიჩენს და ძალიხმევას არ დააკლებს მის განსაკურნებლად. მღვდელმთავრებმა საუბარში განუმარტეს მათ, რომ ე.წ. „პრაიდის“ გამართვა არის ცოდვის პოპულარიზაცია, ძალადობა საზოგადოებაზე და სრულიად დაუშვებელია. ჯობს გავიაზროთ, რომ ერთი ძალის მოგონილია ეს ორივე სცენარი და ჩვენს ემოციურ ბუნებაზე გათვლილი პროვოკაციაა, რომელსაც ეკლესიის სამტროდ იყენებენ. დავაკვირდეთ, მიზანი ერთია, როგორმე საზოგადოებაში ეკლესიისადმი ნდობა შემცირდეს“, - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)