|
2019-07-02 13:43:31, 1536 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა
„ძალიან შთამბეჭდავია იმ რეფორმების პროგრამა, რომელსაც საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახორციელებს," - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ახალმა რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინესმა (Sebastian Molineus) ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან შეხვედრაზე განაცხადა. ივანე მაჭავარიანმა სტუმარს ახალ პოზიციაზე მუშაობის დაწყება მიულოცა და მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს ეფექტიანი და პროდუქტიული თანამშრომლობისთვის. ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურის მიმართულებით მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებზე, ასევე, განიხილეს ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და განათლების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმები. აღინიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ 90 მილიონი ევროს ოდენობის ხელმოწერილი ხელშეკრულება „ინოვაციების, ინკლუზიური განათლებისა და ხარისხის" პროექტის განსახორციელებლად ხელს შეუწყობს რეფორმის წარმატებით განხორციელებას. აღნიშნული პროექტი სრულ შესაბამისობაში მოდის მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის 2019-2022 წლების სტრატეგიასთან და დაეხმარება საქართველოს მთავრობას 2018– 2023 წლების განათლების რეფორმის განხორციელებაში. შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოითქვა იმედი, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება. მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების აქტიური მხარდამჭერია. 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში,მსოფლიო ბანკის ჯგუფმა ქვეყანაში, დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.
(NS)
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)