|
2019-07-01 17:26:13, 1564 ნახვა
ეკონომიკა
PSP სუპერლიგის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
30 ივნისს სუპერლიგის 2018-19 წლების სეზონის ფინალში ერთმანეთს PSP და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვებული ძალიან დაძაბულ თამაშში გამოვლინდა და ზედიზედ უკვე მეოთხედ გამარჯვებული PSP გახდა. PSP მატჩის დასაწყისშივე დაწინაურდა, თუმცა მოწინააღმდეგე გუნდმა რამდენჯერმე გაათანაბრა ანგარიში. საბოლოოდ კი ანგარიშით 5:4 გამარჯვებული PSP-ს გუნდი გახდა. თამაში უხვგოლიანი და ძალიან დაძაბული იყო, რადგან PSP-სა და GFF-ს გუნდები უკვე მესამედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. „ჩვენთვის, PSP-სთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე წელია რაც სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვიღებთ მონაწილეობას და გამარჯვებასაც ვაღწევთ. ასეთ გამოცდილ გუნდთან უპირატესობას გუნდურობა გვაძლევს. ჩვენი მოწინააღმდეგე უმაღლეს ლიგებში თამაშობდა და ძალიან რთულია მათთან დაპირისპირება. ფინალში კარგად ორგანიზებულნი ვიყავით; გუნდის თითოეულმა წევრმა და მწვრთნელებმა მთელი წლის განმავლობაში დიდი შრომა ჩავდეთ, რამაც დღევანდელ გამარჯვებამდე მოგვიყვანა. ჩვენი გამარჯვება მთელი PSP-ს გულშემატკივრობის დამსახურებაცაა. PSP ყოველთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერია, ასევე ძალიან ბევრი პროექტის, რომელიც სპორტსა და ჯანსაღ ცხოვრებას უწევს პოპულარიზაციას“ - აცახდებენ PSP-ში.
(R)
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)