07:43 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-01 16:31:00, 1536 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: ოპოზიციის ხმებიც არის საჭირო, რომ 2020 წელს პროპორციული არჩევნები ჩატარდეს

 „ოპოზიციამაც თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადადგას, ვინაიდან ისინი აქტიურად ითხოვდნენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდის  საპარლამენტო უმრავლეოსობა აღნიშულ ინიციატივაზე შეჯერებულია.

„რაც შეეხება, ჩვენს საპარლამენტო გუნდს, ბუნებრივია, ჩვენ განვიხილეთ ეს ინიციატივა და შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება. ასე რომ ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობაში იქნება კონსოლიდირებული გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენს საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ამ გადაწყვეტილებას პარამენტში სჭირდება ხმების სამი-მეოთხედი და შესაბამისად, ოპოზიციამაც თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადადგას, ვინაიდან ისინი აქტიურად ითხოვდნენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ახლა საზოგადოების მოლოდინიც არის ის, რომ მხარს დაუჭერს ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას. ოპოზიციის ხმებიც არის საჭირო, რომ 2020 წელს ჩატარდეს პროპორციული არჩევნები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics