02:53 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-01 12:12:28, 1549 ნახვა

ეკონომიკა
ამერიკული ტურკომპანიის პრეზიდენტი - National Geographic-თან ერთად სამოგზაურო პროგრამას ვიწყებთ

National Geographic-ს საქართველოში ტურისტული მომსახურების გასაწევად პარტნიორობას გაუწევენ საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის პრეზიდენტი ია თაბაგარი და მისი ამერიკელი პარტნიორი, კომპანია "MIR Corporation" - ის პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი დუგლას გრეიმსი.

„ჩვენ რამდენიმე წელია, რაც ჩამოგვყავს ტურისტები საქართველოში აშშ-დან და ვგეგმავთ ჩვენი საქმიანობის გაფართოებას. ამჯერად, National Geographic-თან ერთად, ვიწყებთ სამოგზაურო პროგრამას, რომლის ძირითადი სამიზნე ბაზარი ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნები იქნება. ჩვენ ვიმუშავებთ ისეთი ტურისტების მოზიდვაზე საქართველოში, რომლებიც დაინტერესებული არიან კულტურული ტურიზმით“, - განაცხადა დუგლას გრეიმსმა. მისი თქმით, მისი კომპანია თანამშრომლობს ამერიკის არქეოლოგიის ინსტიტუტთან, ამდენად, მუშაობა წარიმართება ისეთი ტურისტების მოსაზიდად, რომლებიც საგანმანათლებლო მოგზაურობით არიან დაინტერესებული.

„ჩვენი სტუმრების დიდი ნაწილი პენსიონერები არიან, რომელთაც აქვთ საკმარისი დრო და შემოსავალი, რადგან ჩრდილოეთ ამერიკიდან საქართველო საკმაოდ შორია. ამავე დროს, ასეთი ტურისტები გამოცდილი მოგზაურები არიან. ისინი მსგავს ტურებში ბევრ ქვეყანაში არიან ნამყოფნი“, - განაცხადა MIR Corporation" - ის პრეზიდენტმა და თანადამფუძნებელმა დუგლას გრაიმსმა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics