09:00 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-01 10:39:43, 934 ნახვა

საზოგადოება
განათლების მინისტრი აბიტურიენტებს მიმართავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების დაწყების პირველი დღე მიულოცა, წარმატებები, დასახული მიზნების მიღწევა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ თითოეული მათგანისთვის გამოცდები მაღალი შედეგით დასრულდება.

„თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მომენტი დაიწყო. მჯერა, რომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ მომავალში, თითოეული თქვენგანი საზოგადოებაში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს, რადგან კარგად გესმით, ცოდნა და შემოქმედება, ყოველდღიური შრომა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა, თქვენი პირადი კეთილდღეობისა და ქვეყნის განვითარების წინაპირობაა.

გულითადად გისურვებთ წარმატებებს. იმედი მაქვს, ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში გააგრძელებთ იმ ცოდნის გაღრმავებას, რომელსაც სკოლებში დაეუფლეთ“, - მიმართა მიხეილ ბატიაშვილმა აბიტურიენტებს.

ცნობისთვის, დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა დღეს ქართული ენასა და ლიტერატურაში ტარდება. წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics