|
2019-06-26 20:43:39, 1735 ნახვა
კომენტარი
ხოშტარია: ეს იყო საბჭოთა სახალხო შურისძიების კრება, სამარცხვინო ფურცელი ჩვენს ისტორიაში
„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერება შურისძიება იყო და არა სამართლის აღსრულება. ამის შესახებ ხოშტარიამ ჟურნალისტებს პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა: „მიუხედავად იმისა, ვინ როგორ უყურებს ნიკა მელიას იმ დღის განცხადებას, ვინ როგორ თვლის, სწორი იყო, არასწორი იყო, გამოსაძიებელი იყო, არ იყო, ჩვენ დღეს მთელი დღის განმავლობაში ვუყურეთ რაღაცას, რასაც კავშირი არ აქვს არც სამართალთან, არც პოლიტიკასთან და არც არაფერთან. ეს იყო საბჭოთა სახალხო შურისძიების კრება, რომელიც არის სამარცხვინო ფურცელი ჩვენს ისტორიაში“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. ცნობისთვის, პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა. მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას მხარი 91 დეპუტატმა დაუჭირა. პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს (სსკ-ის 225-ე მუხლი). გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მას შესაძლოა დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)