02:00 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-25 15:04:30, 1398 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გვერდში ამოვუდგეთ გამოწვევების წინაშე მდგომ ტურისტულ სექტორს

საქართველოს ხელისუფლება და ეკონომიკის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ გვერდში ამოუდგეს გამოწვევების წინაშე მდგომ ტურისტულ სექტორს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აჭარაში, ტურისტულ სექტორთან შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 მისივე თქმით, სეზონი დაწყებულია და სექტორი ნამდვილად არის გამოწვევის წინაშე .

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს შესაძლო ზარალი შევარბილოთ და ზუსტად ვუპასუხოთ ბიზნესის მოთხოვნას, რომელიც ასევე ითხოვს, რომ ტურისტული ბაზრების გაფართოებასთან ერთად,  რასაც ვაკეთებდით, ასევე შევინარჩუნოთ რუსეთის ტურისტული ბაზარიც. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა მიმართულებით ვიმუშავებთ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა აჭარაში, ტურიზმის სექტორთან შეხვედრის წინ.

ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო იყო და რჩება უსაფრთხო  ქვეყანად ტურისტებისთვის.

„ჩვენ ვართ ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყანა სხვადასხვა რეიტინგებით, ერთ-ერთი ყველაზე სტუმართმოყვარე და გახსნილი. ველოდებით ყველა ქვეყნის ტურისტს და მათ შორის რუს ტურისტებსაც, ეს გამოჩნდა ბიზნესთან შეხვედრაზეც. ამიტომ, ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ერთად გადავლახოთ შექმნილი პრობლემა", - განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან მიმდინარე შეხვედრებს ეკონომიკის მინისტრთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ესწრებიან.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics