02:55 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-24 00:40:19, 1224 ნახვა

პოლიტიკა
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა. აქციის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის გავლით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობა გამართეს.

როტესტის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელი რჩება, ისინი შს მინისტრის გიორგი გახარიასგადადგომას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას და 21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

რუსთაველის გამზირზე აქციის ორგანიზატორებმა, კიდევ ერთი აქტივობა დაანონსეს.  ხვალ, 14:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე, მანქანების ავტოკოლონა სიგნალებით მივა.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, შიმშილობას დაიწყებენ. საპროტესტო აქცია ხვალ 19:00 საათზე განახლდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics