22:51 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 01:04:48, 1375 ნახვა

პოლიტიკა
გავრილოვი: ირაკლი კობახიძის სავარძლის დაკავება ქართულმა მხარემ მთხოვა

ანტიქართული განწყობის მქონე რუსი დეპუტატი, სერგეი გალუნოვი, რომელიც დღეს თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც გალუნოვი რუსული გამოცემა "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, ის მოსკოვში უკვე ჩაფრინდა და დუმაში მისვლას აპირებს.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძლის დაკავება ქართულმა მხარემ სხთოვა.

"საქართველოს პარლამენტი 2 წლის განმავლობაში გვთხოვდა, რომ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა თბილისში ჩაგვეტარებინა. ჩავედით საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ქართული მხარისგან უსაფრთხოების დაცვის შესახებ წერილობითი გარანტიები მივიღეთ. გახსნის ცერემონიის დროს ქართულ მხარეს მასპინძლობისთვის და მაღალი დონის ორგანიზებისთვის მადლობა გადავუხადეთ. დღეს საქართველოს პარლამენტში მიგვიწვიეს. ქართულმა მხარემ შემომთავაზე სპიკერატის ადგილის დაკავება. სადაც მთავაზობენ დაჯდომას იქ ვჯდები. პროტოკოის მიხედვით საპატიო ადგილი ასამბლეის პრეზიდენტმა უნდა დაიკავოს. ბევრ პარლამენტში ვმჯდარვარ, მათ შორის საბერძნეთსა და ლიბიაში, თუმცა პროტესტი არსად ყოფილა. დღესაც ასე მოვიქეცი, დავიწყე სხდომა და ყველაფერი რიგზე იყო, სანამ შესვენების დროს, დარბაზში ექსტრემისტები არ შემოვარდნენ, დაიკავეს სპიკერატის ადგილი და დოკუმენტები გაანადგურეს. აქვე მინდა ვთქვა, რომ მედიაში გავრცელდა ფეიკ-ნიუსები, თითქოს აბხაზეთში ქართველების წინააღმდეგ ვიბრძოდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა მედიამ ეს მცდარი ინფორმაცია აიტაცა", - განაცხადა გავრილოვმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics