21:20 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 19:41:55, 1143 ნახვა

პოლიტიკა
კარასინი: შეშფოთებულები ვართ საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების ქმედებებით

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც კარასინმა აღნიშნა, ოფიციალური მოსკოვი საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების ქმედებებით, რის გამოც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობა ჩაიშალა, შეშფოთებულია. 

„მოსკოვი შეშფოთებით აკვირდებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, რომელიც მსოფლიოს მართლმადიდებელ ქვეყნებს აერთიანებს, საკუთარი ანტირუსული განწყობების გავრცელებისთვის გამოიყენეს. მათი აგრესიული ქმედებების გამო 25 ქვეყნის დეპუტატებს მუშაობის დროზე ადრე დასრულება მოუწიათ. მიუხედავად ამისა, კრემლი მზად არის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კურსი გააგრძელოს, რომელიც ორივე ქვეყნის ხალხების ინტერესებში შედის", - განაცხადა კარასინმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics